|
2020-06-26 12:18:37, 1878 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - ოთხ თვეში ამ მოვლენებს ბოლო მოეღება და დამთავრდება რვა წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი
მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. რომან გოცირიძის თქმით, გასული წელი იყო გამორჩეული სისასტიკით და რუსული ორბიტისკენ შემობრუნებით, რაც "ქართული ოცნებისთვის" წარუმატებელი წელიწადია. "მთავრობის გასული წლის მუშაობის ანგარიში ნათლად აჩვენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბუნებას, ეს არის ძალადობა, სისტიკე, გორში დაარბიეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი, ეს არის წელიწადი, როცა ჩამოიშალა ეკონომიკა, გაუფასურდა ლარი, გაიზარდა ფასები, გაღატაკდა მოსახლეობა, გრძელდებოდა პოლიტიკური დევნა და გვყავდა უამრავი პოლიტპატიმარი. ამ წელიწადს იყო მცდელობა საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ კოდევ ერთხელ შებრუნებისა და გასული წელი გამორჩეული იყო სისასტიკით, როცა აქ კიდევ ერთხელ დაარბიეს და სისხლი დაღვარეს ასეული ახალგაზრდის, რომელიც აპროტესტებდა რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში. ეს იყო წელიწადი, სადაც გახარია მოგვევლინა ჯალათად და შემდეგ აქ დღეს მოგვევლინება როგორც მთავრობის თავმჯდომარედ. იყო უჩინარი პრემიერის ბახტაძის აბსოლუტურად წარუმატებელი წელიწადი და ცნობილი გახარიას წელიწადი, რომელმაც გააგრძელა "ქართული ოცნების" ტრადიცია, როცა ყოველი წელიწადი უარესი იყო წინაზე. მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი,"- განაცხადა გოცირიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)