|
2020-06-25 18:04:57, 3865 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღნიშნა
ონლაინ ვიქტორინაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 11-მა მოსწავლემ მიიღო. ვიქტორინის კითხვები ენერგოეფექტურობის, კლიმატური ცვლილებებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ იყო მომზადებული. თოთოეული კითხვაზე მიღებული პასუხების შემდეგ კი გაიმართა მცირე დისკურსია. ვიქტორინის დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და მათ ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ონლაინ ვიქტორინაში გამარჯვება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ირინა ჟუჟუნაშვილმა მოიპოვა. მე-2 ადგილი ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ადამაშვილმა, მე-3 კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილმა დაიკავეს. საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისგან მომზადებული საჩუქრები გადაეცათ. ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი სერთიფიკატები დაურიგდა. ვიქტორინა „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. „ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“-ს ერთ-ერთი ხელმომწერია, ამიტომ ყოველწლიურად ჩვენი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს უერთდება. წელს მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღვნიშნეთ, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მოხარული ვარ, რომ ვიქტორინაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ეკოლოგიის, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ ინტერესდებიან და ცდილობენ ამ თემების შესახებ ინფორმაცია მიიღონ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)