|
2020-06-25 17:59:37, 1810 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი
,,ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი", - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „გუშინ მთელმა ქვეყანამ იხილა, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა პირადად ნიკა გვარამიას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის ნიუსლეთერში მოხვდა ინფორმაცია რურუას შესახებ და დღეს თავად აღიარეს, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ნიკა გვარამია საკუთარი სიტყვებით, რომ რურუა ხელს შეუშლის ქუჩის მაკონტროლებლების ქმედებას, აღიარებს რურუას კრიმინალურ ავტორიტეტობას. ხოლო ცალკე საკითხია, არსებობენ თუ არა ავტორიტეტები და იყენებს თუ არა მათ ,,ქართული ოცნება" საარჩევნო კონტექსტში. ამ ტყუილ დაშვებაში სიმართლე მხოლოდ გვარამიას აღიარებაა. ,,აქედან გამომდინარე მე მგონია ყველაფერი ნათელია. ასეთი არათანმიმდევრულობა არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგი, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტყვებს, ქცევებს, გუშინ საუბრობდნენ, რა საშინელება გააგზავნა მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან რურუას შესახებ, რაც დააბრალეს კახა კუჭავას და დღეს საუბრობენ, რომ რურუა კრიმინალური ავტორიტეტია", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)