|
2020-06-24 12:13:49, 1558 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისულს უწოდებს, ანტისახალხო და საგანგაშოა
ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულს და საგანგებოს, სინამდვილეში არის ანტისახალო და საგანგაშო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტში არაფერი არ კეთდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩნენ. „ეს ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულს და საგანგებოს, სინამდვილეში არის ანტისახალო და საგანგაშო. ამ ბიჯეტში არაფერი კეთდება, იმ ასობით ათასი დაზარალებული, უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამუშაო და რომლებიც დღეს იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, პარლამენტი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს. დასამტკიცებელი ცვლილებების თანახმად, 2020 წელს კორონავირუსის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, 16 მილიარდამდე დაიხარჯება. დაფინანსება შეუმცირდება მაგალიტად ისეთ უწყებებს, როგორებიცაა კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდებათ
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)