22:19 - 13 Aug, 2026
|
2015-08-29 10:53:11, 780 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა 30 პირმა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)