|
2020-06-23 12:27:13, 1638 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - მემგონი, ოპოზიციას სულ არ ენაღვლება გიორგი რურუა
იყო თემა, როდესაც წყვეტდნენ ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეს არის რეალობა რაშიც დღეს ვცხოვრობთ - ამის შესახებ პარლამენდტის ვიცე სპიკერმა, გია ვლოსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რურუას გათავისუფლება შესაძლოა სხვა ჩამალულ თემას გულისხმობდეს და სინამდვილეში ოპოზიციას "არ ენაღვლება" რურუა. "რაც შეეხება რურუას გათავისუფლებას, აქ ორი თემაა, ერთი ჩამალული თემა რომელიც, რატომღაც უნდათ, რომ წინ წამოწიონ. მემგონი სულ არ ენაღვლებათ რურუა, თემა ის არის, რომ თურმე ჩვენ გვაქვს რესურსი რომ გავათავისუფლოთ. ანუ პარტიას შეუძლია უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე გააკეთოს აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლება წყვეტს ვინ იჯდება და ვინ გამოვა. ეს თემა იყო უკვე და გავიარეთ, იყო თემა, როდესაც წყვეტდნენ ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, აქედან ადვოკატი იქიდან პროკურორი, ეს არის რეალობა რაშიც დღეს ვცხოვრობთ და ამ რეალობის შეცვლა არ მოხდება, მაგრამ მათ უნდათ დაანახონ, ჩვენ პარტნიორებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამას საქართველოში იხილავენ. უთხარით სასამართლოს გამოუშვას თორე ხმას არ მივცემთ, ერთი მიზანია და მეორე ვალდებულება აქვთ გარკვეული და ასრულებენ ამას, ამ თამაშში უწევთ ყოფნა. რთულ დღეში არიან, იგივე, რომ არჩევნების გადადება გვინდა ან კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობას ხელოვნურად ვზრდით და თურმე ფულს ვაკეთებთ, უამრავი სისულელეა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)