|
2020-06-21 12:16:18, 9399 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი ბრძანებით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი. დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი. დღესვე, თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც სასადილო და ყაზარმები დაათვალიერა. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობაც. ირაკლი ღარიბაშვილი ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების აღმოსავლეთ მიმართულების კურსის ახალწვეულებს პირადად გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ლოჯისტიკის სარდალი ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდანთა ნაწილები და ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)