|
2020-06-20 21:01:05, 2429 ნახვა
კომენტარი
მიშა მშვილდაძე - ყველა მივხვდით, რომ გავრილოვს ისე როგორც ბატონს, ყმების მიწაზე პარპაში უნდოდა
მივხვდით ყველანი რა ხდებოდა, ისე როგორც ბატონი, ყმების მიწაზე უნდა ეპარპაშა გავრილოვს და ფეხქვეშ გაეთელა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა, - ამის შესახებ "ფორმულას" პროდიუსერმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, ის რომ როცა ოკუპაცია გააპროტესტეს მოხდა ყველაზე სამარცხვინო, რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმმა ძალადობით და ძალის გადაჭარბებით ენთუზიაზმით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. "ერთი წელი გავიდა რაც საქართველოს თავმოყვარე მოსახლეობამ არ მივეცით უფლება, საქართველოს არაფორმალური მმართველის დასმულ საქართველოს ფორმალურ მმართველებს, სირცხვილი ეჭამათ მშვიდად. ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ღირსება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ატრიბუტიკა, სიმბოლოები, ის რისთვისაც აქ სისხლი იღვრებოდა გათელა ფეხ ქვეშ, "ფეიქ" ორგანიზაციის ვითომ, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიით, რომელიც ტარდებოდა პარლამენტში, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს კომუნისტი და გასაგებია, რომ ეს "კაგებეს" საფარქვეშ მოქმედი სიყალბე ხდებოდა. მივხვდით ყველანი რა ხდებოდა, ისე როგორც ბატონი, ყმების მიწაზე უნდა ეპარპაშა გავრილოვს და ფეხქვეშ გაეთელა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა და როცა ეს გავაპროტესტეთ მოხდა ყველაზე სამარცხვინო, რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმმა ძალადობით და ძალის გადაჭარბებით ენთუზიაზმით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია და გვახსოვს ცინიზმის ერთი წელი, როგორ დაგვცინოდნენ და როგორ დაგვისეს პროპაგანდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ შევეგუებით", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)