09:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 10:08:56, 677 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - პეტრა კ. და მისი მეგობარი თიბორ დ. მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობდნენ. როდესაც მიკროავტობუსიდან ჩავიდნენ, ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისის და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.

სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics