|
2020-06-19 15:17:26, 1943 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - დიახ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადებასთან დაკავაშირებით და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ დაცვა
დიახ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადებასთან დაკავაშირებით და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ დაცვა, - ამის შესახებ გიორგი გაბუნიას საქმის პროკურორმა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ნიკა გვარამიამ კითხვებზე პასუხების გასცა, თუმცა გარკეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „გვარამიამ გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ იგი ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და ჩვენ, ამ საქმესთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული კითხვები. კითხვების შინაარსთან და მისი პასუხიების შინაარსთან დაკავშირებით, დღეს არ ვისაუბრებთ. ნიკა გვარამიამ გაგვცა გარკვეულ კითხვებე პასუხი, გარკვეული პასუხებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მიიღო ინფორმაცია. მიმდიარეობს გამოძიება სუს-ში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და შინაარსთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს, არ არის მიზანშეწონილი ვისაუბროთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, ჩვენ დღეს ვამბობთ მშრალ ფაქტებს, რომ დიახ მიმდინარეობს გამოძიება და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ სახელმწიფო დაცვა", - განაცხადა პროკურორმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)