|
2020-06-18 13:53:57, 2731 ნახვა
კომენტარი
გახარია ტუსკის განცხადებაზე - მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს
სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკის მოწოდებას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ის ეთანხმება. ტუსკის მოწოდებას, რომ გიორგი რურუა, 8 მარტის შეთანხმების თანახმად უნდა გათავისუფლდეს უპასუხა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე სასამართლო სისტემამ იმსჯელოს. „რა თქმა უნდა, მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი დასრულება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩემთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისათვის ისევე, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ იმსჯელოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია და მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ შეთანხმება სრულ განხორციელდეს და რურუა გათავისუფლდეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)