|
2020-06-18 12:30:54, 17981 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - დაავადება არსად არაა წასული, ის ჩვენს გვერდითაა
დაავადება არსად არაა წასული, ის ჩვენს გვერდითაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, რომ კოორდინირებული ნაბიჯები გაგრძელდეს, რათა შემდეგი ეტაპების წარმატებული მართვა შევძლოთ. დღეს საზოგადოების წინაშე ამაყად ვდგავართ, ვინაიდან ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერც ექიმები და ვერც სამთავრობო გუნდის თანამშრომლობა და კოორდინაცია, ვერ მოგვცემდა იმ შედეგს, რომ არა ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ და გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდაც ეს კოორდინაცია აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაავადება არსად არაა წასული, ის ჩვენს გვერდითაა და სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი რომ ჩვენი კოორდინირებული ნაბიჯები გაგრძელდეს, რათა შემდეგი ეტაპების წარმატებული მართვა შევძლოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)