|
2020-06-17 14:25:06, 1388 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი შეკითხვაზე: რატომ არ ახსენებს ხელისუფლება გაბუნიას საკითხზე რუსეთს - მეშინია, მეც არ დამსაჯოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართელოში დესტაბილიზაციის შექმნა რუსეთის ინტერესებში შედის და ამაში მისი მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვზე, თუ რატომ არ ახსენებენ ამ საკითხზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს, ვოლსკიმ უპასუხა - „რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს.“ "ახლა ვილაპარაკე პუტინზე, კადიროვზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დანაშაულებრივ განცხადებებზე და ყველაფერზე. კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და მეტი ინფორმაცია გვეცოდინება. რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს. შეკვეთილი მკვლელობა არის საშინელება, უმძიმესი დანაშაული, ეს ხომ არ არის გათვლიილ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რაც არ უნდა აგრესიული იყოს და არის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ემუქრება ერთ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ გაბუნიას და მისი გაქრობა უნდა. ეს არის რეალურად, თუ ეს დადასტურდა, გამოძიებამ უნდა ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა. სულ არ აინტერესებს იმას, არც ნაციონალური მოძრაობა, არც ქართული ოცნება - იმას აინტერესებს დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციაში, რასაკვირველია „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს“, - განაცხადა ვოლკსიმ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)