|
2020-06-16 18:38:47, 8623 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყება - ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ცალკეული მედია საშუალებების მიერ, ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას.“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)