|
2020-06-16 12:33:47, 1399 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე - ხელისუფლებამ ამ დანაშაულთან დაკავშირებით მკაცრი და შეუვალი პოზიცია უნდა დააფიქსიროს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაცრი და შეუვალი პოზიცია დააფიქსიროს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე მოითხოვს, რომ ზუსტად დადგინდეს, არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი პირის ვინაობა, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვენ, რომ გამოძიებაში ჩართონ ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხლეისუფლების გამოძიებისადმი ნდობა ნოლზეა დასული. „ოცნებისტების მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს ეს კი გუშნდელმა ფაქტმაც დაადასტურა და აბსოლუტურად გასაგებია, რატომ მოითხოვა რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება და კონკრეტულად რაში გამოიხატება ის დესტაბილიზაცია, რომელსაც ციტატა მომყავს, „ბატონი ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირე, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ატარებს". დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ გიორგი გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირბეული ინფორმაცია. ზუსტად უნდა დადგინდეს, არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახლემწიფოსთვის. ხლეისუფლებამ უნდა დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიებაში ჩართონ ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა ნულზეა დასული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)