|
2020-06-15 10:46:06, 6911 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს. „ამ 15 ახალი შემთხვევიდან, 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 გახლავთ საკარანტინე სივრციდან შემოტანილი, 5 გახლავთ ისევ საკარანტინე სივრციდან, ოღონდ დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ პირთან მყოფი კონტაქტი და 2-ის წყაროს მოძიება ახალია და გრძელდება. საერთოდ, წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების შედეგად იკვეთება, რომ ალბათ, გამოვლინდება კონტაქტები, უბრალოდ კიდევ სჭირდება ამას დაზუსტება. ამიტომ, გარკვეულწილად, უცნობი წყაროს რაოდენობა ალბათ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, თუმცა რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)