|
2020-06-13 11:10:50, 8064 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზე იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის იგეგმება რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების, ახალი სპეცტექნიკის შეძენა. „ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და და სხვადასხვა ამოცანის შესრულება, რაც არ შეესაბამება სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)