|
2020-06-12 15:32:07, 18867 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ის დიაგნოზით სამედიცინო სფეროს 6 მუშაკი მკურნალობს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ის დიაგნოზით სამედიცინო სფეროს 6 მუშაკი მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ჩვენთან 17 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსით. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 72 საათში ჩვენთან პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. კვირის დასაწყისში 3 პაციენტი იყო და ახლა გვყავს 17. ამ 17 პაციენტიდან არიან მედპერსონალიც. ჯამში 6 მედპერსონალი მკურნალობს. ბუნებრივია, რომ ადამიანები რომლებიც მუშაობენ იმ სივრცეში, სადაც კოვიდინფიცირბეულები არიან, იმყოფებიან რისკის ქვეშ. ჩვენ ამისთვის სრულ პრევენციას მუდმივად ვატარებდით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)