|
2020-06-10 10:43:55, 17435 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი სამედიცინო სფეროს მუშაკია
კოვიდ19-ის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მედპერსონალი მათი კლინიკიდან არაა. „დღევანდელი მონაცემებით ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ჯამში 822 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ოთხით გაიზარდა. გამოჯანმრთელების პროცენტი ინფიცირებულებთან შედარებით ჯერჯერობით კვლავ 84%-ია. ამ ეტაპზე მონაცემების შეჯამებით, 119 პაციენტი მკურნალობს კვლავ კოვიდცენტრებში. ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტირებული პირია, ორი არის იმპორტირებული შემთხვევა საკარანტინე სივრციდან და ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს პერსონალი ჩვენი ცენტრიდან არაა. ჩვენს საავადმყოფოს პერსონალის ინფიცირების შემთხვევა არ ჰქონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)