|
2020-06-09 11:07:46, 1361 ნახვა
კომენტარი
გახარია - ეკონომიკური თვალსაზრისით, კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა
ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე. „სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ამას კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან, ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან, შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისი. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული იქნება 2021-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)