|
2020-06-08 14:42:20, 2546 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ქორწინების უფლება არსებობს, ის ყველასთვის უნდა არსებობდეს - მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. როგორც ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის ზოგადად, თვლის, რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ვინ ვისთან ერთად შექმნის ოჯახს. მისივე განმარტებით, თუკი არსებობს რეგისტრაციის უფლება, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა. „მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან [ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრება]. ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა. ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ ეს დისკუსია მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 6 ივნისს ლგბტქ+ ადამიანებზე საუბრისას განაცხადა, რომ „უმცირესობების უფლება ძალიან კარგად არის დაცული“. ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების წინააღმდეგია და რომ „შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)