06:58 - 14 Aug, 2026
|
2020-06-08 10:54:00, 15995 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს, კლინიკაში მძიმე პაციენტები არ ჰყავთ
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 20 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის ოთხი მოზარდია. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტები არ ჰყავთ, ხოლო საყურადღებო მხოლოდ ერთი პაციენტია. „პარასკევის შემდეგ ახალი პაციენტი არ გვყოლია. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. მძიმე პაციენტი არ გვყავს, 1 პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ბოლო 3 დღის განმავლობაში, 2 მოზარდი და 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)