14:50 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 21:59:31, 4045 ნახვა

რეგიონი
კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყო

ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი პირის დაგების სამუშაოები დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.
აღნიშნული ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.
პროექტი ითვალისწინებს 1068 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კბეტონის ღარების, ეზოში შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას.
ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზა გადაადგილებისას გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც იყო. გზის რეაბილიტაციით მოსახლეობა კმაყოფილია, მალე ისინი კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ.
გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics