|
2020-06-04 18:53:44, 4075 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, საპროტესტო აქციების დროს, ჟურნალისტებზე 280-მდე თავდასხმა განხორციელდა
აშშ-ში, პროტესტებისა და არეულობის დროს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით არის გამოწვეული, ჟურნალისტებზე 280-მდე თავდასხმა განხორციელდა. „U.S. Press Freedom Tracker"-ის მონაცემებით, 26 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თავდასხმის 279 შემთხვევა ფიქსირდება. 45 შემთხვევაში ჟურნალისტები დააკავეს, ხოლო 40 შემთხვევაში დაზიანებულია სტუდიები და ინვენტარები. ამასთანავე, იყო თავდასხმის 180 შემთხვევა, მათგან 149 პოლიციის მხრიდან. პორტალმა დაითვალა 67 შემთხვევა, როდესაც გამოყენებული იქნა ძალა, აქედან 42 შემთხვევაში ძალადობდა პოლიცია, 23 შემთხვევაში კი თავდასხმისას გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი. 69 შემთხვევაში კი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები. შეგახსენებთ, მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)