|
2020-06-04 13:43:16, 1236 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში" დაეხმარება
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრმაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში" დაეხმარება. „ მათ შორის გამორჩეულია - საშენ მასალათა, პლასტმასის და სხვა მსგავსი წარმოებები, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე", - აღნიშნა მინისტრმა. კიდევ ერთი მნიშვნეოოვანი სიახლე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას - როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს. „ერთადერთი ამ სექტორში ვუშვებთ შემდეგს - ბიზნესს შეეძლება ერთდროულად ისარგებლოს დახმარებით როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგანტიო სქემით - ანუ, ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს - ჩვენთვის ადგილობრივი, მათ შორის კვების ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტია, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)