|
2020-05-29 19:53:47, 3400 ნახვა
რეგიონი
დღეს სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა
დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. დღეს სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც. დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს. ,,სოფელ მუშევანში ეპიდსიტუაციის კონტროლისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობის პისიარ ტესტებით შემოწმება ჩაატარეს, ლუგარის ცენტრში სულ გამოსაკვლევად 574 ნიმუშია გადაგზავნილი. მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი ერთ-ერთია იმ ორი დასახლებიდან ,სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელი 25 აპრილს ჩაიკეტა, ჩვენი მოქალაქეები ზრუნვის გარეშე ერთი დღე არ დაგვიტოვებია. ამ დროის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ, პერიოდულად ვეხმარებოდით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს, თუმცა დღეს დავიწყეთ ყველა ოჯახისთვის 100-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება. ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიოლოგები იმისთვის, რომ ამ სოფელში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს და ვიმედოვნებ, მუშევანიც მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)