|
2020-05-29 18:24:56, 1365 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - რატომ არ აწერთ ხელს მოსახლეობის ფინანსურ დახმარებაზე, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ გეგმას
ჩვენ შემოგთავაზეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა მიიღებდა ათასლარიან ფულად დახმარებას და საქართველოს ყველა არასრულწლოვანი მოქალაქე მიიღებდა 500 ლარიანს. ეს განკარგულება გადმოგეცით თქვენ ორი დღის წინ და მაინტერესებს რა გააკეთეთ და რატომ არ აწერთ ხელს - ამის შესახებ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მანა სევე აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული გეგმის ფარგლებში საქართველოს თითოეული მოქალაქე 1000 ლარიან დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნები 500 ლარიან დახმარებას მიიღებდნენ. „ის გაგება და „პანიაწიე“ თქვენთვის მშობლიურ ენაზე რომ ვთქვათ, ქართული არაფერია კორუფციაში, ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს რომელიც გვეამაყებოდა რომელიც კორუმპირებული ერთეულიდან იქცა რეფორმების სამაგალითო ადგილად და თქვენ დაგვაბრუნეთ ისევ შევარდნაძის დროს, როდესაც ისევ გაგებით და „ჯიგრულ პონტში“ გაიცემა ტენდერები, ასე რიგდება სახსრები. ჩვენ ეს არ გვინდა, გვინდა რომ დავეხმაროთ ადამიანებს იმისთვის, რომ გაიცეს რეალურად დახმარება, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, ჩვენ შემოგთავაზეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა მიიღებდა ათასლარიან ფულად დახმარებას და საქართველოს ყველა არასრულწლოვანი მოქალაქე მიიღებდა 500 ლარიანს. ეს განკარგულება გადმოგეცით თქვენ ორი დღის წინ და მაინტერესებს რა გააკეთეთ და რატომ არ აწერთ ხელს იმას რაც რეალურად დაეხმარება და ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, იმიტომ რომ გაივლის მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნეს, რომელიც სულ ღაფავს. ამოასუნთქავს უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ 69% საქართველოს მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როცა თქვენ ირწმუნებით, რომ სიღარიბე არ არსებობს. ეს იყო პოსტპანდემიურ სიტაუციაში და უფრო დამძიმდება მომავალ რამდენიმე თვეში, აქედან გამოსავალი არ გაქვთ თქვენ მარტო თქვენი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)