|
2020-05-29 14:44:47, 1250 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ, სიღარიბე 10.5 პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ, სიღარიბე 10.5 პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5%-მდე. მე არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით წელს, გაიზარდა პენსია პენსიონერებისათვის 20 ლარით. პირველი ივლისიდან მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80%“, - განაცხადა გახარიამ. პრემიერის თქმით, მისთვის უკიდურესად მძიმეა სიღარიბის თემაზე საუბარი. „ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზების გამო. გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო“, - განაცხადა გახარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)