|
2020-05-29 14:16:46, 1537 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე პრემიერს - სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ თუ საერთოდ არ არსებობს ეს ფული?
დღემდე არ გაგიციათ არც ერთი დანაპირები, სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ? ვერ ბედავთ ივანიშვილის ფულის ხლებას თუ საერთოდ არ არსებობს ეს ფული, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის მისული. გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი, რომელმაც არ გაუწია კორონავირუსის დროს დახმარება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. „ფიქრობდით, რომ ორჯერ მოსვლით გექნებოდათ თავმოსაწონი მოქალაქეებთან, არაფერი თავმოსაწონი თქვენი გამოსვლიდან არ იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ საქარტველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელმაც კოვიდის პერიოში, არ გაუწია ფინანსური დახმარება მოქალაქეებს და ასეთი რამ, არ მომხდარა არსად მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები. თქვენ დღემდე არ გაგიციათ არც ერთი დანაპირები, არც 200 ლარიანი, არც 300 ლარიანი მწირი დახმარება, ერთი თეთრი არ დაგიხარჯავთ კორონავირუსის 133 მილიონიანი ფონდიდან. სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ. სად არის 33 მილიონი ამ ფონდიდან, რომელიც ბიზნესმა შეიტანა, ვის გაუგია უმძიმეს ვითარებაში 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ გამოდებული და შენახული, რატომ არ გაეცით ეს ფული? თუ ვერ ბედავთ ივანიშვილის ფულის ხელის ხლებას, ან საერთოდ არის ეს ფული, არსებობს 100 მილიონი?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)