|
2020-05-29 10:45:32, 14547 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი დადასტურებული და 1 საეჭვო შემთხვევის პაციენტი შეიყვანეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მათ ცენტრში არსებული 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. "ჩვენს ცენტრში, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო ანტიგენ დადასტურებული პაციენტი, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს. დღეს მას "პისიარ" კვლევა ჩაუტარდება. ამჟამად ჩვენთან წევს 40 კოვიდ დადასტურებული და 1 საეჭვო პაციენტი. მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება. სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დღეს შეიძლება საშუალოზე მძიმედ ჩავთვალოთ. დანარცენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილია მსუბუქი სიმძიმის. 8 ახალი შემთხვევიდან ხანდაზმული პაციენტი არც ერთი არ არის. მხოლოდ ერთი არის 16 წლის. მათი მდგომარეობა კლინიკურად საშუალო სიმძიმეს არ სცილდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)