04:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 15:53:24, 1374 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი - ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ამიტომ იმედი არ დაკარგოთ

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს!

მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ.

ჩვენ ვიცით თქმა, ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ.

გაიხარეთ წუთისოფელსა შინა! როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ჩვენთან არს ღმერთი" - განაცხადა პატრიარქმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics