|
2020-05-28 15:08:32, 1318 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" და მის პოლიტიკურ მეგობრებს არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ პოზიტიური შედეგი აჩვენა
„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგებით გავედით ამ ფონს", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის რეჟიმში ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა, როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ფინასურად, საკმაოდ მძიმე შედეგები მიიღეს. „ჩვენს ოპონენტებს ეს არ მოწონთ იმიტომ, რომ მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებისმიერი წარმატებული საქმე, თუნდაც ეს წარმატება მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე გადიოდეს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ. მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სარგებელია. ისინი სიკეთეს ვერ დაინახავენ, რადგან არ სურთ ამის დანახვა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)