04:42 - 14 Aug, 2026
|
2020-05-28 10:57:11, 14564 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 32 პაციენტი მკურნალობს. „ჩვენს ცენტრში ახალი ინფიცირებული არ შემოუყვანიათ. გვყავდა 34 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე 32 დადასტურებული პაციენტი მკურნაობს ჩვენთან. იმ სამი მძიმე ავადმყოფის დინამიკაც არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა. დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დინამიურად გაუმჯობესებულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)