|
2020-05-27 19:03:08, 1278 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ოპოზიციას - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა
„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს. მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. „რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, როლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, ახლა შევანჯღევთ და იქნებ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ამას ცდილობდით, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. რეალურად მარტივი რაღაც მოხდა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე, ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი. იყო ერთეული შემთხვევები, სადღაც მართლაც მოხდა რაღაც. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რასაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, ამას არ მოუწოდებდა, მოუწოდებდა ეს გავაკეთოთ, ოღონ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ ორმეტრიანი დისტანციით. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. მართალი რომ ვიყავით ეს გაიგეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)