|
2020-05-27 17:22:22, 1179 ნახვა
კომენტარი
გახარია - ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე
„ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, ხოლო ჩვენი ტურისტული ბრენდის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ საქართველოს, როგორც კოვიდ free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყნის იმიჯი. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხის ასე უკონტროლოდ შემოვიდა, არაა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ ძაან მაღალ დონეზე, დეტალურად. ყველა ხედავს რა ხდება მეზობლებთან, ამიტომ აქ ინტერესი სერიოზულია და სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ. ამიტომ იქნება მწვანე დერეფნები. მაგალითებს გეტყვით და ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. მაგალითად საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი პისიარ ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქვეყანაში ვერ შემოვა. ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე. პირიქით ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს სტუმართმასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი ,საქართველო როგორც კოვიდ free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)