06:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 16:34:07, 1190 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - დავუშვი უნებლიე შეცდომა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ მისივე განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მან უნებლიე, ტექნიკური შეცდომა დაუშვა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ტარდება მცირე კვლევა ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული.

„მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. ჩვენ კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ თბილისში, დედაქალაქის მოზრდილ მოსახლეობაში. ანუ, 860 000 კაციან ქალაქში ჩატარდა კვლევა 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics