|
2020-05-27 15:32:24, 1082 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - დღეს პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას
დღეს ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას. აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ჯარიმები არის აბსოლუტურად უსამართლო და უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა. „დღეს ჩვენ პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ჯარიმების ჩამოწერას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ეს კანონპროეტი გავიტანოთ ჯერ ბიუროზე, შემდეგ კომიტეტებზე და ამაზე მოეწყოს დისკუსია და საბოლოოდ პარლამენტმა გადაწყვიტოს ამ ადამიანებისთვის ამ ჯარიმების გადახდევინება არის თუ არა სამართლიანი ჩვენ მიგვაჩნია რომ არის აბსოლუტურად უსამართლო, მით უმეტეს იმიტომ, რომ შერჩევითად ხდებოდა მისი გამოწერა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)