|
2020-05-26 17:12:09, 1258 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ,,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო:- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, თვითმმართველობის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა. კულტურის ცენტრის ეზოში შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერი:- ,, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და მჯრა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთად ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!"
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)