|
2020-05-26 16:24:27, 1274 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე - რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო
ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სახით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქართველოს მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ბაქრაძის თქმით, ის არ არის „გაზპრომთან“ ყველაფრის წინააღმდეგი. „ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე თანხმდება გაზპრომთან, რომელიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული, რომ რუსული გავლენის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ გაზპრომთან, შეიძლება იყოს რაიმე ნორმალური ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა ტიპის რისკი შეიძლება იყოს ჩადებული და რა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სახით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)