|
2020-05-25 15:27:50, 1095 ნახვა
კომენტარი
ამირან გოგიტიძე - კარანტინში მყოფი ყველა მედიკოსისთვის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში, საკარანტინე სივრცეში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „როგორც იცით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2 კვირიანი საკარანტინე პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. როგორც იცით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინე პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო, მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად, განსაზღვრული ვადის ფარგლებში. ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ. პროცედურულად, აღნიშნული ცნობები გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენის საფუძველზე. მედპერსონალი ინფორმირებულია ამის შესახებ. მათგან, ამ დროისთვის, 9 მედიკოსს აქვს განცხადება შემოტანილი და თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადებში ხდება.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)