|
2020-05-25 13:01:13, 3485 ნახვა
მსოფლიო
ევროპის სამი ქვეყანა, რომლებში გადაადგილებაც პანდემიის შემდეგ უფრო გართულდება
პანდემიის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა არც თუ ისე მარტივი იქნება. საზღვრებზე უკვე შეინიშნება დიდი რიგები და გამკაცრებული კონტროლი - ამის შესახებ, ევრო პარლამენტის დეპუტატი რუმინ დაჩიან ჩოლოში აღწერს მის მიერ გადაღებულ ვიდეო ფილმში, სადაც მან ასახა ბუქარესტიდან ბრუსელამდე გზა. ევროკომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, მარგარეტ სხინსმა განაცხადა რომ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა სამართლიანი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნონ ერთმანეთის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ შენგენის ვიზის არ მქონე ქვეყნებში გადაადგილება, პანდემიის და გამკაცრებული კონრტოლის ფონზე, კიდევ უფრო გართულდება. „ჩვენ გარკვევით ჩამოვაყალიბეთ თითოეული რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიხსნას ქვეყნები ტურიზმის და მოგზაურობის კუთხით. მათ სტუმართმოყვარეობა უნდა დაიბრუნონ, დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს “, - განაცხადა მარგარეტმა. თუმცა შიდა საზღვრებზე პასპორტის შემოწმებას მაინც ვერ ავუვლით გვერდს, რადგანაც ევროკავშირის სამი ქვეყანა შენგენის ქვეყნებში, სადაც უვიზო მიმოსვლაა არ შედის, რაც საკმაოდ მძიმე რეალობა ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის, რადგანაც ისინი ევროპის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გრძნობენ თავს. ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება - რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)