|
2020-05-25 10:47:37, 13474 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
გვყავდა 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლინიკაში კვლავ 3 მძიმე პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. „ჩვენს ცენტრში გვყავდა 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. ჯერჯერობით ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს და მათი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია და პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთი მათგანი არის 80 წელზე ზევით და მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს არის სპეციალური სიახლე, რომელიც ჩაუტარდა ამ კრიტიკულ პაციენტს. მან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონის პროგნოზი ალბათ, კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)