|
2020-05-23 15:15:33, 1944 ნახვა
მსოფლიო
გოცირიძე - თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მისი თქმით, თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან. „ეს კანონი გახდა დროებითი ნორმა, 15 ივლისს გაქრება სამართლებრივი ველიდან და არ ექნება მთავრობას ეს დრაკონული და რეპრესიული ბერკეტები რომლებიც შეუძლია გამოიყენოს ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი ამ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს. ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა. კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია შემზღუდავი ღონისძიების მიღება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)