|
2020-05-23 11:11:20, 11803 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. „ჩვენთან იყო 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ახლა გვყავს 34. გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულადა ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა წარმოებს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს კვლავ 3 მძიმე ავადმყოფი, კრიტიკული უკვე არც ერთი აღარ არის. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ პროგნოზულად მაინც მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიით და გარკვეული სინდრომალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე ჟანგბად დამოკიდებული პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)