|
2020-05-21 14:50:43, 1219 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ხელისუფლებას - როცა ევროკავშირიდან სანქციების ხმა გაისმა, მაშინვე გაათავისუფლეთ უგულავა-ოქრუაშვილი, ახლა რურუასაც გაუშვებთ
„ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი ევროკავშირიდან სანქციების ხმა გაიგონა, მაშინვე გაათავისუფლა უგულავა და ოქრუაშვილი, ახლა კი რურუასაც გაუშვებენ. „ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი. ის გაფრთხილება სანქციის შესახებ, რომელიც ევროკავშირიდან გაისმა და თითის დაქნევა ერთი კვირის წინ, რომ არავითარი დახმარება არ შემოვიდოდა საქართველოში, თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებოდნენ, როგორც იქნა ძალიან კარგად გაიგეთ და მეორე დღესვე გაათავისუფლეთ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ახლა რურუასაც გაუშვებთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)