|
2020-05-21 14:29:18, 2049 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოქალაქეებს კარანტინის ახალი ეტაპის და შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა, რომელმაც გარდაუვალ და მკაცრ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ქვეყნის ხელისუფლებამ კვლავ გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ამ ეტაპზე 15 დღით და არა 30 დღით, როგორც იყო დაგეგმილი. „პანდემიის გავრცელება გვაიძულებს, წინდახედულები ვიყოთ. საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება, იქამდე სანამ გარდაუვალი იქნება თავისუფლების შეზღუდვა ხალხის ჯანმრთელობისთვის და არცერთი დღით მეტი. ოთხშაბათიდან, ესპანელები ვალდებულნი არიან ატარონ დამცავი ნიღბები ქუჩაში და ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამასთანავე ზაფხულის დადგომასთან ერთად, ნიღბების ტარება უფროდაუფრო არაკომფორტული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის დედაქალაქი „ნულოვან“ ეტაპზეა, ფორმალურად სანაპიროზე გარუჯვა აკრძალულია, ბარსელონას სანაპიროები სავსეა . მინდა ბოდიში მოვუხადო მოქალაქეებს შეცდომის გამო, რომელიც სიჩქარეში დავუშვით, რესურსების უკმარისობის საფუძველზე. იმის გამო, რომ ამ კრიზისს პრეცენდენტი არ ჰყავდა და უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია“, - განაცხადა სანჩესმა. რეჟიმი, რომელზეც ვსაუბრობთ იზოლაციას არ გულისხმობს, თუმცა ხელისუფლება შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას. კარანტინს ეტაპობრივად ხსნიან, თუმცა არა ყველა რეგიონში. ესპანეთში სტატისტიკა უმჯობესდება. 4 დღეა ზედიზედ გარდაცვალებულთა რაოდენობას 100 ადამინზე მეტი არ დაფიქსირებულა. ამ ფონზე ხელისუფლებას უჭირს მხარიდ აუჭიროს კარანტინის ნორმების გახანგრძლივებას. ამასთანავე იმ რეგიონებში, სადაც გადაადგილება უკვე დაშვებულია მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს - ისინი ადანაშაულებენ სანჩესს, გაუცნობიერებელ და არაეფექტურ გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ეკონომიკის დაზარალებისა და მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)