|
2020-05-20 20:18:40, 15587 ნახვა
ომი უკრაინაში
COVID-19-ზე ტესტირების სამიზნე ჯგუფს ტრაილერების მძღოლები დაემატებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით ტესტირების სამიზნე ჯგუფს ტრაილერების ის მძღოლებიც დაემატებიან, რომლებიც საქართველოში რჩებიან. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „მინდა მოგახსენოთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები. ამაზე ვმუშაობთ უკვე და ეს ლოჯისტიკური სქემა ლაგდება, მუშაობა დღესაც მიმდინარეობდა შესაბამის სტრუქტურებთან, საბაჟო და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამის სამსახურებთან. საქართველოში არა ტრანზიტით, არამედ ვინც საქართველოში რჩებიან იმ მძღოლების ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება, ასეთი დღეში დაახლოებით 250-დან 300-მდე ადამიანია, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს ეს არის რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)