|
2020-05-20 15:37:30, 1045 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირის თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს
სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს. მედიკოსთა სპეციალური ბრიგადებს 8 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში მიჰყავთ. ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან. „კარანტინის 59-ე დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 160 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, 3 გარდაცვალება და 66 გამოჯანმრთელება. ბოლო 48 საათში მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი 242 საკვლევი მასალიდან დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და რვავე სოფელ მუშევანს უკავშირდება. გუშინ ასევე კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ მუშევანის ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევების დინამიკა არის ნორმალური და შიგადაშიგ მატებას ველით, ვინაიდან, მოგეხსენებათ სოფელი მუშევანი მუნიციპალიტეტში ყველაზე დაზიანებულია ეპიდემიოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღესვე დაიწყებენ ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დადასტურებული შემთხვევების მოძიებისთვის, დღესვე მოხდება რვავე ინფიცირებულის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ამ სოფელში ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს და საბოლოოდ, ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სოფლისთვის “წითელი ზონის“ სტატუსის მოხსნა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)