|
2020-05-20 15:00:07, 4548 ნახვა
სამხედრო
ვასილ გვენცაძე: ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში! ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. შესაბამისად, იშლება ბლოკ-პოსტები სოფლებისა და ქალაქების შესასვლელებთან. სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვასილ გვენცაძე სოციალურ ქსელში წერს: „აი, აქ იყვნენ დაბანაკებული ჩვენი ჯიგარმაგარა ჯარისკაცები 2 თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, Covid კარანტინის გამო, თბილისის შესასვლელი მანგლისის მხრიდანაც დაკეტილი იყო. რამოდენიმე დღეა, ჯარმა აშალა ბანაკი, დაუბრუნდა მუდმივი დისლოკაციის ადგილს. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ამათი ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, საგულდაგულოდ დაულაგებიათ აქაურობა. ესეც ქვეყნის სამსახურია, მაღალი და სამაგალითო სტანდარტია ჩვენი გაჩუჩმეკებული ყოფისთვის. ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში. პ.ს.თუ ვინმემ იცით, დათაგეთ შესაბამისი უწყება, – იცოდნენ ჩვენი მადლიერების შესახებ“, – წერს ვასილ გვენცაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)