|
2020-05-20 14:52:01, 827 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა. ,,მინდა ყველა მეთორმეტე კლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. გისურვებთ წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას - იქნება ეს სტუდენტობა თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც თქვენთვის პრიორიტეტულია. რომ არა პანდემია, სკოლაში გატარებული 12 წლის საფინალო - ბოლო ზარი, რომელიც ტრადიციადაა ქცეული, წელსაც საზეიმოდ დაირეკებოდა თეთრი პერანგების, სახალისო ნახატების, სამახსოვრო წარწერების, მილოცვებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ფონზე. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. თქვენ ხართ გამორჩეული თაობა და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! გილოცავთ! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)